logo_geo
eng_logo
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის
- +

24 აგვისტო. 2019. 16:34

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სოციალური ქსელის გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ქობულეთის სანაპირო ზოლზე ტრაქტორი გადაადგილდება. ვიდეოს სხვადასხვა სახის გამოხმაურება მოჰყვა.

 

გვინდა აღვნიშნოთ, რომ დილით სანაპირო ზოლზე გამოირიყა ნატანი და ხის კუნძები. ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ფაქტის დაფიქსირებისთანავე, დილიდან ალაგებდნენ პლაჟს.  რამდენიმე მონაკვეთზე ზღვამ  ხის დიდი კუნძები გამორიყა. რომლის ამოღებაც  დამატებითი ტექნიკას საჭიროებდა.

 

სანაპირო ზოლზე ტრაქტორის გაყვანა გახდა  საჭირო .  დამსვენებლებისთვის ხის დიდი კუნძები  დისკომფორტს ქმნიდა. გადავწყვიტეთ მაქსიმალურად სწრაფად მოგვეწესრიგებინა პლაჟი.

 

სამწუხაროდ , სამუშაოები იმ პერიოდს დაემთხვა, როცა სანაპირო ზოლზე დამსვენებლები იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს უხდის ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner