რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს:
„ღირს კი ემსახურო ამ ერს?! - საქართველოში ერთადერთი კაცი აღმოჩნდა, ვინც უსასყიდლოდ უნაწილებს თავის ერს, სხვა სამყაროში თავისივე ოფლით მოპოვებულ სიმდიდრეს (გზები, ბუნების მოვლა, უფასო ექიმობა და ა.შ.) ხოლო უნიჭო, უმეცარი, უმადური, გათათქარიძებული ერი ამ კაცის განადგურებაზე ოცნებობს!
ო, წიწამურო - ქართველი კაცის ოცნებავ!"- წერს რობერტ სტურუა.