თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ბუტას დღეა, დაბადების დღე.
თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა, ბიჭად, რომელიც სისტემის მსხვერპლი გახდა და ჩაცხრილეს. ბიჭი, რომლის სახელსაც არაერთი სიბინძურე დააბრალეს...
ბუტა რობაქიძე - ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი, ჩვენი ცხოვრების, ისტორიის ნაწილი. 19 წლის ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ სისტემა კლავს, რომ სისტემა უმოწყალოა. და სწორედ ბუტამ, სანდრომ, ზურამ, გიორგიმ - ამ ბიჭებმა მოახერხეს და ნიღაბი ჩამოხსნეს ხელისუფლებას და სწორედ მათ გააერთიანეს ქართველი ხალხი, სისტემის წინააღმდეგ...“ - წერს ჯიშკარიანი.