თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ირინა ენუქიძე - გმირი დედა, ქალბატონი, რომელიც შვილის დაკარგვის შემდეგ, სხვისი შვილების სიცოცხლისთვის, თავგანწირული იბრძოდა! ადამიანი, რომელიც ვერ შეაშინა ვერავინ და ვერაფერმა! გმირი დედა, რომელმაც რკინის ქალამნები ჩაიცვა სიმართლის დასამტკიცებლად და სამართლიანობის აღსადგენად! ის იყო შეუდრეკელი ადამიანი, ადამიანი, რომელიც ვერ გატეხეს, ვერ შეაშინეს, ვერ მოისყიდეს.
ირინა იყო და არის გმირი და ის ყოველთვის იქნება ჩვენს ყოველდღიურობაში, მეხსიერებაში, როგორც ძლიერი, მისაბაძი და მებრძოლი დედა!
როგორც ირინა ამბობდა, მოკლეს მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი იყო...
დიახ, ის არ იყო ცოცხალი სანდროს გარეშე...“ - წერს ჯიშკარიანი.