logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი „დიდ შვიდეულში“ უკრაინის მიწვევის ინიციატივით გამოვიდა
- +

24 აგვისტო. 2019. 18:20

 

 

დონალდ ტუსკი „დიდ შვიდეულში“ მომავალ წელს უკრაინის მიწვევის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში საერთაშორისო ფორუმის დაწყებამდე განაცხადა.

 

დონალდ ტუსკის განმარტებით, ევროკავშირი „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია. მისივე თქმით, ლიდერები მომავალ წელს სამიტზე უკრაინის მიწვევაზე უნდა დაფიქრდნენ.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განმარტებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტი თავისუფალი მსოფლიოს სოლიდარობისა და ერთიანობის რთული ტესტი იქნება. დონალდ ტუსკის განმარტებით, ჯერ კიდევ უცნობია, შეძლებენ თუ არა ლიდერები რიგ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევას.

 

ცოტა ხნის წინ „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების იდეით დონალდ ტრამპი გამოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ფორუმზე რუსეთის დაბრუნება ლოგიკური იქნებოდა, რადგან საკითხების დიდი ნაწილი, რასაც იქ განიხილავენ, სწორედ რუსეთს უკავშირდება.

 

პრესკონფერენციის დროს დონალდ ტუსკმა ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკულ ტყეზე მძვინვარე ხანძარზეც ისაუბრა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირი მზად არის სტიქიასთან საბრძოლველად ფინანსური დახმარებისთვის. ამასთან ერთად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბრაზილიის მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა.

 

„გლობალური გამოწვევები საკმაოდ სერიოზულია. ცეცხლმოკიდებული ამაზონი თანამედროვეობის შეშფოთების კიდევ ერთი საგანი გახდა. რა თქმა უნდა, მიღწეული შეთანხმების უკან ვდგავართ, რომელიც კლიმატის და გარემოს დაცვას გულისხმობს, თუმცა ძალიან რთული წარმოსადგენია დოკუმენტის ჰარმონიული შესრულება მაშინ, როდესაც ბრაზილიის მთვარობა პლანეტის მწვანე ფილტვების განადგურებას უშვებს. ეს ყოფნა არყოფნის საკითხია“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner