logo_geo
eng_logo
ახალსოფელში ხანძრის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო
- +

24 აგვისტო. 2019. 20:42

 

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მახლობლად ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

 

ამასთან, ხანძრის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო.

 

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ძლიერი სიცხისა და ქარის გამო მთის რთულ რელიეფზე ხანძრის ჩაქრობა რთულდება.

 

საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner