logo_geo
eng_logo
ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
- +

25 აგვისტო. 2019. 14:06

 

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო შტაბში ადასტურებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

ლევან ღირსიაშვილის თქმით, რთული რელიეფის გამო, სტიქიის ზონაში დაემატა თავდაცვის სამინისტროს სახანძრო ტექნიკა, რომელიც წყლით უზრუნველყოფას მოახდენს.

 

„მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდებოდა ქრობითი სამუშაოები. ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ქრობითი სამუშაოები. რთული რელიეფის გამო სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მუხლუხოებიანი ტექნიკა, რომელიც მიაწვდის წყალს მეხანძრეებს. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - აღნიშნა ლევან ღირსიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner