logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ახალსოფლის ტყეში ხანძრის ყველა ეპიცენტრი ლოკალიზებულია და საბოლო ლიკვიდაციის ფაზა დაიწყება
- +

25 აგვისტო. 2019. 15:22

 

 

„ამ ეტაპზე ხანძრის ყველა ეპიცენტრი ლოკალიზებულია და უკვე შეიძლება დაიწყოს ცეცხლის ჩაქრობის საბოლო ლიკვიდაციის ფაზა“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელიც საგანგებო შტაბში იმყოფება.

 

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ახალსოფლის ტყეში სიტუაცია სრულად კონტროლდება და ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

 

გუბერნატორის თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ცოტა ხნის წინ დაემატა თავდაცვის სამინისტროს სახანძრო ტექნიკა.

 

„რაც შეეხება ფართობს, ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ შეიძლება ითქვას, რა ფართობზეა საუბარი, თუმცა, წინასწარი შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იქნება იმ რაოდენობის, რომ ტყეს რამე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner