logo_geo
eng_logo
„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ირანთან დაკავშირებით ერთობლივ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ
- +

25 აგვისტო. 2019. 16:33

 

 

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ბიარიცში მიმდინარე სამიტზე ირანთან დაკავშირებით ერთობლივ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ შეთანხმებით შესაძლებელი გახდება უთანხმოების თავიდან აცილება.

 

„ჩვენ ვეთანხმებით ორ რამეს: არ გვსურს, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული ბომბი და არ გვსურს რეგიონის ესკალაცია და დესტაბილიზაცია. ჩვენ ოფიციალურად დავაფიქსირეთ ოფიციალური კომუნიკაცია, რასაც დიდი მნიშვნელობა გააჩნია“, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

 

საფრანგეთის კურორტ ბიარიცეში შაბათს „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო, რომელიც 26 აგვისტომდე გაგრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner