-
+
25 აგვისტო. 2019. 16:34
ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლუხუმ ჩხვიმიანმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალისთვის ბრძოლა ტრიუმფით დაასრულა და საკუთარი კარიერის განმავლობაში, პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.