logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: იან კელისა და მისი უფროსების საყურადღებოდ!
- +

5 ივნისი. 2016. 00:31



თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის მიმართავს:



„იან კელისა და მისი უფროსების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ბავშვმაც კი იცის უკვე, რომ ახალ ფერად რევოლუციას გეგმავთ, ვისი შეკვეთით აკეთებთ ამას, ესეც ცნობილია.

 

მაგრამ ამ რევოლუციას ვერ მოახდენთ, რადგან მთელი თქვენი აგენტურა გაშიფრულია და დარჩებით ბოლოს იმ სვანურქუდიანი და აშშ- დროშამოსხმული გიჟისა და ტვინ -პირ და გულწაბილწული გვარამია-გაბუნიას ამარა.

 

გულისამრევია თქვენი საქციელი და რიტორიკა ბატონო კელი, თუმცა ჯერ თქვენს წინამორბედებს ვერ გაუსწარით.

 

ნეტავ იცოდნენ ამერიკელებმა რა ბოროტებას სჩადიხართ და როგორ აძულებთ თქვენს ქვეყანას მთელს მსოფლიოს, დარწმუნებული ვარ, დაგსჯიდათ მთელი სიმკაცრით.

 

ძალიან მინდა, რომ თარგმანი ზუსტი იყოს, რომ კარგად შევიდეს თქვენს გონებაში ჩვენი განწყობილება.

 

მიჩიგანში, ან ფლორიდაში მოაწყვეთ ფერადი რევოლუცია. იქ წაიყვანეთ თინა, ნიკა,მიშა და მთელი თქვენი ფავორიტები.

 

მეტს მაინც ვერაფერს და ვერავის ხედავთ ვერსად და, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში."- აღნიშნავს მანჯავიძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner