logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: NATO არ სცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარდა
- +

26 აგვისტო. 2019. 16:52

 

 

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

 

 

„NATO არ სცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარდა. NATO-ს მოკავშირეები არ სცნობენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ჯეიმს აპატურაი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner