სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
„NATO არ სცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარდა. NATO-ს მოკავშირეები არ სცნობენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ჯეიმს აპატურაი.