logo_geo
eng_logo
ატენში, რაზმათის ხეობაში ძლიერი ხანძარია
- +

26 აგვისტო. 2019. 18:12

 

 

შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში ძლიერი ხანძარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი წიწვოვან ხეებზეა გავრცელებული.

 

მათივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, „112“-დან მიიღო ინფორმაცია, შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში არსებული ძლიერი დაკვამლიანების და ღია ცეცხლის შესახებ.

 

შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე გავიდნენ გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner