logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო უწყება: არ ვაღიარებთ ე.წ. არჩევნებს, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში გაიმართა
- +

27 აგვისტო. 2019. 00:00

 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

 

როგორც გერმანიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. არჩევნებს და მის შედეგებს უკანონოდ მიიჩნევენ.

 

„გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდში რაც შეეხება მის სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. „არჩევნების“ არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში გაიმართა. ჩვენ ამ „არჩევნებს“ და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner