logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: არ მაგონდება „რუსთავი 2“-ის აქტიურობა, როცა 2005 წელს დახურეს ყოველდღიური „დილის გაზეთი“...
- +

27 აგვისტო. 2019. 01:10

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„არ მაგონდება რუსთავი-2 ის აქტიურობა, როცა 2005 წელს დახურეს ყოველდღიური „დილის გაზეთი“, არც გამომცემლობა „სამშობლოდან“ ჟურნალისტების გამოყრა და შენობის გასხვისება გაუპროტესტებიათ, (უკაცრავად, იქ ვერ იყვნენ გვარამიას და მისი ფავორიტების დონის ჟურნალისტები და არც ათასობით პრემიებს იღებდნენ, ისე უყვარდათ ეს ქვეყანა, გაგანია კომუნისტების დროს, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ისე უწევდნენ წინააღმდეგობას უზარმაზარი იმპერიის „განკარგულებებს“ ...) სტრასბურგის სასამართლოს კი არ უნდა დალოდებოდნენ, როგორც წინა ხელისუფლების დროს მიწაზე ახოხეს, ეზო-ეზო არბენინეს ტელეიმედელები, ეგენიც ისე კინწისკვრით უნდა გამოეყარათ, მაშინ სალაპარაკო ნაკლები ექნებოდათ. მაშინდელი ზოგიერთი გაჟურნალისტებული გოგო-ბიჭი, ნაცების სპეცნაზს რომ წიხლქვეშ ყავდა ამოდებული, დღეს გვარამიას ნაცური იდეების დასაცავად იჭაჭება და გლახა ლეკვივით დასდევენ... რას გაიგებ, საქართველო ჩემი სამშობლოა!!! ( ვინ მოვნიშნო, სად, რამდენი, აქეთ თუ იქეთ?)

 

პ.ს. ისე, კი ველი, ვინმემ თქვას ბოლო-ბოლო, რატომ დახურეს „დილის გაზეთი“... გვარამიამ კი იცის...“, - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner