logo_geo
eng_logo
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია გაავრცელეს
- +

27 აგვისტო. 2019. 03:15

 

 

საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში გამართული სამიტის დასასრულს, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია გაავრცელეს. დოკუმენტში ლიდერები აღნიშნავენ თავიანთ ერთიანობას და დებატების პოზიტიურ სულისკვეთებას. დეკლარაციაში საუბარია ირანის, უკრაინის, ლიბიის, ჰონგ-კონგისა და ვაჭრობის საკითხებზე.

 

როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, შვიდი სახელმწიფოს ლიდერები ხუთ საკითხზე შეთანხმდნენ.

 

  1. ვაჭრობა – „დიდი შვიდეული“ მხარს უჭერს ღია და სამართლიან გლობალურ ვაჭრობას და გლობალური ეკონომიკის სტაბილურობას. „დიდი შვიდეული“ ითხოვს, რომ ფინანსთა მინისტრები ყურადღებით დააკვირდნენ გლობალური ეკონომიკის მდგომარეობას. ამიტომ, „დიდ შვიდეულს“ სურს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის გადახედვა ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით, დავების უფრო რბილად დასარეგულირებლად და უსამართლო სავაჭრო პრაქტიკების აღმოსაფხვრელად. „დიდი შვიდეული“ მზადყოფნას გამოთქვამს, 2020 წლისთვის მიაღწიოს შეთანხმებას მარეგულირებელი ბარიერების გასამარტივებლად და საერთაშორისო საგადასახადო სისტემის მოდერნიზებისთვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფარგლებში.

 

  1. ირანი – „დიდი შვიდეული“ სრულად იზიარებს ორ მიზანს: უზრუნველყოს, რომ ირანმა არასდროს მოიპოვოს ბირთვული იარაღი და ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.

 

  1. უკრაინა – საფრანგეთი და გერმანია ორგანიზებას გაუწევენ ნორმანდიული ფორმატის სამიტს უახლოეს კვირებში, რათა მიღწეულ იქნას რეალური შედეგი.

 

  1. ლიბია – ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიბიაში ზავს, რომელსაც მოჰყვება ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი შეთანხმება. გვჯერა, რომ მხოლოდ პოლიტიკური დარეგულირება უზრუნველყოფს ლიბიის სტაბილურობას. ჩვენ მოვუწოდებთ კარგად მომზადებული საერთაშორისო კონფერენციის გამართვისკენ, რომელიც ერთად შეკრებს ყველა მხარეს და კონფლიქტთან დაკავშირებულ რეგიონულ მოთამაშეს. ამ მხრივ ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერო-ს და აფრიკული კავშირის მუშაობას ლიბიის კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

 

  1. ჰონგ-კონგი – დიდი შვიდეული ადასტურებს ჰონგ-კონგის შესახებ 1984 წლის ჩინურ-ბრიტანული ერთობლივი დეკლარაციის არსებობასა და მნიშვნელობას და მოუწოდებს ძალადობის თავიდან აცილებისკენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner