logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქურდობის 4 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 არასრულწლოვანი
- +

27 აგვისტო. 2019. 10:49

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ო.კ., 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2004 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ,,ჯი პი სი“-ს აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი ,,ბავარიული გრილი", ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია „time 2 travel'“-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი „ბე-ემ-ვე“- ს მარკის ავტომანქანა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების ნივთები მოიპარეს.

 

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner