logo_geo
eng_logo
პოლიციამ გურიაში 4 მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა
- +

27 აგვისტო. 2019. 12:38

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მსხვილფეხა პირუტყვის ჯგუფურად ქურდობის ფაქტებზე 2 პირი - 1976 წელს დაბადებული კ.მ. და 1981 წელს დაბადებული ვ.თ. დააკავეს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა გურიაში მოქალაქეების კუთვნილი 4 ძროხა მოიპარეს და გაყიდეს.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner