გაიზარდა თუ არა კრიმინალის რაოდენობა ქვეყანაში და გრძნობენ თუ არა მოქალაქეები თავს დაცულად? - ამ კითხვაზე „რეზონანსს" ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა პასუხობს:
„მთავრობას არ აქვს ის გაჭირვება, რომ ალექსი პეტრიაშვილი დაჭრას და ეჭვები გააჩინოს საზოგადოებაში და არც ალექსი პეტრიაშვილია მაღალი რანგის ოპონენტი.
მე აბსოლუტურად დაცულად ვგრძნობ თავს. ყველაფრის თქმა შემიძლია და ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ შემქმნია, განსხვავებით წინა მთავრობის პერიოდისგან", - ამბობს დოდო ხურცილავა.