ლეკა მენაბდიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2" ბიძინა ივანიშვილს ეთერს ვერ დაუთმობს, სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე უარი განაცხადა... ბიძინამ გამოთქვა სურვილი რუსთავი2- ს დაეთმო პირდაპირი ეთერი, მიეცათ საშუალება ესაუბრა წერილის ირგვლივ და ასევე დაესვათ სხვა კითხვები, აგრეთვე მას სურდა იმ სიცრუეზე გაეცა პასუხები რასაც რუსთავი 2 აშუქებს ბოლო პერიოდში, თუმცა გვარამიამ
უარი თქვა...
რატომ? ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ მივალთ დასკვნამდე, რომ ფაქტიურად გვარამიამ აღიარა ის რომ ივანიშვილზე გავრცელებული ყველა ნეგატიური ინფორმაცია არის მათ „შტაბში" შეთითხნილი... არ აწყობდა ივანიშვილისთვის დაეთმო ღია ეთერი, იმიტომ რომ საქართველო კი არა უკვე ევროპაც გაიგებდა რომ სიცრუის ტელევიზიაა და მერე ალბათ აღარც ევროპა მისცემა „პაძეშკას" „თავისუფალ ტელევიზიას."- წერს მენაბდიშვილი.