logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს
- +

27 აგვისტო. 2019. 16:08

 

 

 26 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტის (ჯამში 560 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-7 ნაწილით შესაბამისად, საქონლის 18 წლამდე პირზე რეალიზაციის ფაქტზე,  ადმინისტრაციული სახდელის სახით ფულადი ჯარიმა 150 ლარის ოდენობით შეეფარდა. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს გადაეგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner