logo_geo
eng_logo
მერაბ შათირიშვილი მეჭიაურს: დაფიქრდი, თამაზ, გენაცვალე!..
- +

5 ივნისი. 2016. 01:46


მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი თამაზ მეჭიაურს მიმართავს:


„მეჭიაურს, არა შურით, არა პირადი უკმაყოფილებით (ღმერთმა დამიფაროს მაგ დონემდე დავეშვა), არამედ გულწრფელი დამოკიდებულებით, იმით, რომ სხვა უგუნურებს არ მოუვიდეთ თავში, დაუპირისპირდეს საკუთარ გუნდს, ან თუნდაც შეეცადოს ისარგებლოს ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერით, მეგობრულად მოვუწოდებ:

 

თამაზ, გენაცვალე, შენ, ჩემგან და სხვებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების" სიკეთეებით საკმაოდ ისარგებლე, შენ, ჩემგან და სხვებისგან განსხვავებით, მყარად დუმდი, როცა „ქართული ოცნება" კოჰაბიტაციაში შედიოდანაცმოძრაობასთან" და - როცა, ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდა (რისთვისაც მე დავტოვექართული ოცნება") და შენ, ახალი არაფერი გითქვამს პროდასავლეთურსა თუ ნატოს შესახებ - რესპუბლიკელების „ხიტრობებსა" და ანტისახელმწიფოებრიობაზე.

ათასჯერ მითქვამს შენამდე მეც და სხვებსაც ამის შესახებ და არ გირჩევ, „ახალი" უაზრობის გაკეთებას, საქართველო ისედაც ფასიანი პატრიოტებისა და მედროვე „თევზისმჭერებითაა" სავსე...

 

შენ, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით წარმოჩინდი პარლამენტში, „ქართული ოცნების" სახელით გახდისახელიანი" და, თუ ძმა ხარ, გაუფრთხილდი ამ სახელს, ნუ ჩავარდები ხიბლში.  პირდაპირ გეტყვი, შენ არ ხარ ლიდერი, ერთი კაი ქართველი ხარ და შეინარჩუნე ეს ერთი კაი ქართველობა.  ნუ გგონია, რომ ამღვრეულ წყალში ვინმე თევზს დაგაჭერინებს, დადექი იქ, სადაც იდექი, მიიყვანე ბოლომდე 2012 წელს დაწყებული ბრძოლა, რომელიც შენ და შენმა „უმრავლესობამ" კოჰაბიტაციურ ვასვასში გაცვითეთ და სასწორზე შეაგდეთ...

 

დაფიქრდი, თამაზ, გენაცვალე!.."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner