logo_geo
eng_logo
დე-ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრის მოადგილემ კონიფას ჩემპიონატზე ფეხბურთელები სცემა
- +

5 ივნისი. 2016. 03:04


 

კონიფას ჩემპიონატზე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. დე-ფაქტო აფხაზეთის პოლიციელებმა, აფხაზეთის "დინამოს" სტადიონზე პადანიის ფეხბურთელები სცემეს. თამაში  არაღიარებულ სახელმწიფოებს, კონიფასა და პადანიას შორის მიმდინარეობდა, სადაც  მოულოდნელად ხელჩართული ბრძოლა დაიწყო.



როგორც წყარო იტყობინება, ყველაფერი დაიწყო იმით რომ, ინდოელმა ფეხბურთელმა პადანიას ერთ-ერთ ფეხბურთელს დაარტყა, რასაც ხელჩართული ბრძოლა მოჰყვა.


დე-ფაქტო აფხაზეთის პოლიციელები, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაცია განემუხტათ, თვითონ ჩაერთვნენ ჩხუბში. განსაკუთებით აქტიურობდა დე-ფატო აფხაზეთის შს მინისტრის მოადგილე, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ ჯუღელია, რომელმაც არათუ განმუხტა სიტუაცია, არამედ თვითონ გადავიდა ცემა-ტყეპაზე.


როგორც  ადგილობრივი სააგენტოები იუწყებიან, ჩემპიონატი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გადიოდა პირდაპირი ეთერით. მომხდარი ფაქტი კი დე-ფაქტო აფხაზეთს ცუდ სიტუაციაში ჩააგდებს.


 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner