logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: გუნდში დარჩენა არ ნიშნავს სიაში ყოფნას...
- +

5 ივნისი. 2016. 03:16



„გუნდში დარჩენა არ ნიშნავს სიაში ყოფნას" - უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია მიიჩნევს, რომ განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე სამი წლის განმავლობაში საგანმანათლებლო სისტემას ეფექტურად მართავდა, თუმცა ამ ეტაპზე ახალი ფიგურის შემოყვანა გახდა საჭირო.


„შეიძლება თამარ სანიკიძის გადაყენება საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო მაგრამ გიორგი კვირიკაშვილი ამაზე ფიქრობდა. ეს არის გარკვეული ფიქრის შედეგი. პრემიერმა ჩათვალა და ალბათ სამართლიანადაც, რომ გარკვეული ეტაპი შეასრულა ქალბატონმა თამარმა. ძალიან რთულ პეროდში იყო იგი მინისტრი, 4 წელი ფაქტობრივად ურთულეს პირობებში მუშაობდა.

 

ვფიქრობ სანიკიძემ შედეგიც დადო. ბევრი რამ, რა თქმა უნდა გასაკეთებელი დარჩა  და საჭირო გახდა ახალი პერსონის შემოყვანა. განახლების პროცესზე პრემიერი ლაპარაკობდა. "- განაცხადა ქანთარიამ. 



„იქნება თუ არა 2016 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების" სიაში თამარ სანიკიძე?"- ჟურნალისტის შეკითხვაზე ალექსანდრე ქანთარია პასუხობს, რომ გუნდში დარჩენა სიაში დარჩენას არ ნიშნავს.


„ვერ გეტყვით. გუნდში დარჩენა არ ნიშნავს სიაში ყოფნას, არის სხვა ფუნქციებიც, რომელიც შეიძლება მან შეასრულოს. მოგეხსენებათ, თამარ სანიკიძე აქტიური ქალბატონია და იმედია   გუნდსაც მოუტანს სარგებლობას."- განაცხადა ქანთარიამ.  


 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner