logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი უთხრა
- +

28 აგვისტო. 2019. 16:58

 

 

„მსჯავრდებულ დეკანოზს შეწყალებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი უთხრა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

 

როგორც ის აღნიშნავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღია, თუმცა, როგორც მამალაძე განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუკი დეკანოზს პრეზიდენტი შეიწყალებდა, უკვე გათავისუფლებული იქნებოდა.

 

დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

ცნობისთვის, მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. აღნიშნული თხოვნით მან ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, რომელმაც დეკანოზს შეწყალებაზე უარი უთხრა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner