logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: საკოლექციო მონეტების გამოშვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რაგბი ჩვენი თამაშია“
- +

28 აგვისტო. 2019. 17:59

 

 

„ჩვენ, ყველა ერთად ვქომაგობთ ჩვენს ბიჭებს, ვამაყობთ ჩვენი რაგბისტებით, დიდ იმედებს ვამყარებთ მათზე და ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება. ამ  ღონისძიებისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტების  გამოშვება კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რაგბი ჩვენი თამაშია“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საკოლექციო მონეტების პრეზენტაციაზე, რომელიც ეროვნული ბანკის ორგანიზებით, დღეს სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა.

 

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკი საიუბილეო  მონეტების გამოშვების მიმართულებით მნიშვნელოვნად აქტიურობს, რაც პარლამენტში ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშების განხილვისას როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან მოწონებას იმსახურებს.

 

„ვუსურვებ ეროვნულ ბანკს, წარმატებით გააგრძელოს თავისი საქმიანობა ამ მიმართულებით და მომავალშიც ხელი შეუწყოს საქართველოს კულტურის, ისტორიისა თუ სპორტის  პოპულარიზაციას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner