logo_geo
eng_logo
კახი კავსაძე იუბილარია!
- +

5 ივნისი. 2016. 03:52


ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს თბილისში დაიბადა.  მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად  ტყიბულში გადავიდნენ.



კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50-იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989). კოტე მარჯანიშვილის (2009) და რუსთაველის (2010) სახელობის პრემიების ლაურეატი. 2001 წელს მიიღო იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო".



აღსანიშნავი როლებია: ადამი - „ღვთაებრივი კომედია", თავადი კოწია - „გუშინდელნი", დევდარიანი - „საბრალდებო დასკვნა", ილიკო - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", სიმონ ჩაჩავა - „კავკასიური ცარცის წრე", ლორდ ჰასტინგსი - „რიჩარდ III", კენტი - „მეფე ლირი", რასპუტინი - „კვაჭი კვაჭანტირაძე", ბატონი დევი - „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი";




„რეპორტიორი" ბატონ კახის ულოცავს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და დღეგრძელობას უსურვებს!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner