logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია და ლევან კობიაშვილი ყაზბეგის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ
- +

29 აგვისტო. 2019. 10:53

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის წევრ მირიან წიკლაურთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილესთან ილია ბეგიაშვილთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან გიორგი წოწკოლაურთან, სახელმწიფო რწმუნებულთან მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძესთან და ყაზბეგის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.

 

„სოფელ ყანობში 7 წლის წინ სკოლა იხურებოდა, რადგან ბავშვები სოფელში აღარ იყვნენ, დღეს კი არათუ სკოლა მუშაობს სრული დატვირთვით, არამედ ახალი საბავშვო ბაღიც აშენდა, რადგან შობადობის დონე და პატარების რაოდენობა გაიზარდა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ყანობი ცენტრალურ ტრასას ახალი კაპიტალური ხიდით და გზით დაუკავშირდა.

 

შეხვედრები ასევე გაიმართა სოფლებში გორისციხეში, ხელშესა და ტყალშეთში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner