logo_geo
eng_logo
ქალს, რომელმაც პეკინის გამზირზე ცივი იარაღით 3 წლის ბავშვი დაჭრა, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ
- +

29 აგვისტო. 2019. 11:51

 

ქალს, რომელმაც პეკინის გამზირზე ცივი იარაღით 3 წლის ბავშვი დაჭრა, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ, სასამართლო დაკავებული ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

 

მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

 

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner