logo_geo
eng_logo
სიღნაღში გასროლილია 35 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა, ხოლო საგარეჯოში - 15
- +

5 ივნისი. 2016. 11:00


სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ნაწილი დაისეტყვა, თუმცა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების შედეგად ზარალი მინიმალურია", - ამის შეხებ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა.

 


მისი ინფორმციით, „დელტას" მიერ სიღნაღში გასროლილია 35 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა, ხოლო საგარეჯოში - 15.



გუშინ "დელტასთან" მქონდა კომუნიკაცია, სიღნაღში გასროლილია სეტყვის საწინააღმდეგო 35 რაკეტა, სიღნაღს სერიოზული პრობლემა ჰქონდა, თუმცა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ სეტყვა პატარა ზომის მარცვლებად აქცია, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოიწვია. დაახლოებით 100 ჰექტრამდე არის დაზიანებული. რაც შეეხება საგარეჯოს სოფლებს - წყაროსთავს, ბადიაურს და ყანდაურას, მათ მიმართულებით დაახლოებით 15 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა არის გასროლილი. ამ დროისთვის ზარალის სავარაუდო ოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, ზარალი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა", - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner