logo_geo
eng_logo
1887 წლის 23 აგვისტოს ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი და თეატრალური რეჟისორი სანდრო ინაშვილი დაიბადა
- +

23 აგვისტო. 2019. 18:30

 

1937 წელს ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა მონაწილეობა მიიღო ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის პირველი დეკადისადმი მიძღვნილ კონცერტში, რომელიც მოსკოვის დიდ თეატრში გაიმართა, სადაც ბრწყინვალედ შეასრულა მურმანისა და კიაზოს პარტიები ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“. მისი ლირიულ-დრამატული ბარიტონით და ხმის ხავერდოვანი ტემბრით აღფრთოვანებულმა სერგეი ლემეშევმა მას ევგენი ონეგინის პარტიის ერთ–ერთ საუკეთესო შემსრულებელი უწოდა.

 

ამ მოვლენის გახსენებით იმიტომ დავიწყე, რომ იმ დღეებში ორკესტრს ხელმძღვანელობდა უდიდესი ქართველი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, რომელიც სულ მოკლე ხანში დახვრიტეს.

 

1887 წლის 23 აგვისტოს თბილისში დაიბადა ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი და თეატრალური რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი სანდრო ინაშვილი, რომელიც „ინაევის“ ფსევდონიმით მოღვაწეობდა. კარიერის დასაწყისში სანდრო ინაშვილი მღეროდა სახელგანთქმული ლოტბარის - სანდრო კავსაძის მიერ ჩამოყალიბებულ გუნდში, შემდეგ კი ნიკო სულხანიშვილის ანსამბლში.

 

თბილისის მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდგომ სანდრო ინაშვილი გამოდიოდა ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა და ბაქოს სცენებზე, ხოლო 1916 წლიდან გახდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი.

 

1923 წელს, ალ. სუმბათაშვილ–იუჟინის რჩევით, სანდრო ინაშვილი გაემგზავრა მილანში და მონაწილეობა მიიღო ოპერებში „კარმენი“, „ტრუბადური“, „აიდა“, ტოსკა“...

 

1927 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სანდრო ინაშვილმა, როგორც რეჟისორმა, დადგა ვერდის „აიდა“ და ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და იმავე წლიდან გახდა თბილისის კონსერვატორის პედაგოგიც.

 

სანდრო ინაშვილი გასტროლებით გამოდიოდა მოსკოვის დიდ თეატრში და სხვა დიდ სცენებზე.

 

სანდრო ინაშვილმა შექმნა არაერთი ვოკალურ-სცენური სახე ქართულ, რუსულ და უცხოურ ოპერებში. სულ მის რეპერტუარში იყო 50-მდე პარტია კლასიკური ოპერებიდან.

 

1942 წლიდან სანდრო ინაშვილი გახდა თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და მის მოწაფეებს შორის იყვნენ მედეა ამირანაშვილი, ირაკლი შუშანია, პეტრე თომაძე, თენგიზ ზაალიშვილი და კიდევ მრავალი სახელოვანი მომღერალი.

 

სანდრო ინაშვილი გარდაიცვალა 1958 წელს.

 

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220320368259120

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner