-
+
29 აგვისტო. 2019. 20:25
უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი გახდა. „უნიანის“ ინფორმაციით, ქვეყნის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ წარდგენილი კანდიდატი მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დღევანდელ სხდომაზე 290 ხმით დაამტკიცა.
ალექსეი გონჩარუკი 35 წლისაა. სამართლის სპეციალისტი. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებამდე უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რომელიც ეკონომიკური განვითარებისა და რეფორმების საკითხებს კურირებდა. მას
აქვს რამდენიმე მინისტრის მრჩევლად მუშაობის გამოცდილება.