კახეთში ღვინის ქარხნებმა ყურძნის მიღება უკვე დაიწყეს. რეგიონში 3 500 ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული.
„კახური მწვანე 85-დან 95 თეთრამდე ღირს. ყურძენი, ძირითადად, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიდან ჩავიბარეთ. კერძო პირებისგან 120-130 ტონა მივიღეთ, დანარჩენი ჩვენს ვენახებშია მოკრეფილი. რა ფასი ექნება რქაწითელს, ჯერ ვერ გეტყვით“- განაცხადა თელავის ღვინის მარნის დირექტორმა, თენგიზ ჯავახიშვილმა.
ამ დროისათვის რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე 70 ღვინის მწარმოებელი კომპანია დარეგისტრირდა.
წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.