logo_geo
eng_logo
შსს-მ გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
- +

30 აგვისტო. 2019. 10:06

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ვ. ხ. და  1987 წელს დაბადებული ლ. ი. გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თელავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ძმებს ფულს სძალავდნენ.

 

სამართალდამცველებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნიღაბი, ხელთათმანები და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner