სამდღიანი ძებნის შემდეგ ლაგოდეხის მთებში მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს. გარდაცვლილი მაშველებმა უკვე ჩამოასვენეს და ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი ხუთი თვის წინ გაუჩინარებული სამი მონადირიდან ერთ-ერთია.
სამძებრო სამუშაოები, რომელშიც ექსპერტ-კრიმინალისტებიც იყვნენ ჩართული, მას შემდეგ განახლდა, რაც მთაში ერთ-ერთმა მწყემსმა ცხედართან ერთად, ზურგჩანთა და იარაღი იპოვა. ამ დროისთვის ადგილზე მაშველები აღარ მუშაობენ.
გახდება თუ არა საჭირო ახალი სამძებრო მოქმედებების ჩატარება, უწყების ინფორმაციით, მხოლოდ მაშინ გაირკვევა, რაც ცხედრის იდენტიფიცირება მოხდება.