logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციამ ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

30 აგვისტო. 2019. 12:58

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული დ.კ. ძარცვის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

 

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.კ.-მ ქალბატონს ხელჩანთა გასტაცა, სადაც 710 ლარი და პირადი ნივთები იყო და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

 

პატრულ-ინსპექტორებმა დ.კ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში დააკავეს.

 

პოლიციამ ფული და პირადი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner