logo_geo
eng_logo
ჩორჩანასთან ქართული მხარე დე-ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ხვდება
- +

30 აგვისტო. 2019. 14:58

 

 

სოფელ ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე-ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ჩორჩანაში იმყოფებიან ეუთო-სა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები

 

„ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ჩამოსულები არიან ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი ერიკ ჰოგი… მოვლენებს არ გავასწროთ, ჩვენ მოწოდებულნი ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა.

 

ჩვენი პოზიცია იქნება ისეთი, რომელიც წაადგება ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენი პოლიციის საგუშაგო, ბლოკ პოსტის განთავსება ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მომენტისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენეს და სოფელ წნელისთან ქართული პოსტის გაუქმებისთვის ვადა 30 აგვისტოს 06:00 საათამდე მისცეს.

 

ქართული პოსტი არ გაუქმებულა. ჩორჩანას ტერიტორიაზე კი, ბოლო ინფორმაციით, ვითარება სტაბილურია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner