logo_geo
eng_logo
ნინოწმინდასა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

30 აგვისტო. 2019. 19:12

 

27-30 აგვისტოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „ნინოწმინდა“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური, მათი კუთვნილი ხელბარგისა და სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 16 200  ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სომხეთის მოქალაქე გ.ჰ-ს ჩამოერთვა საქონელი, ავტოსატრანსპორტო საშუალება და  სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner