„როდესაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები „დახურულ კარზე" საუბრობენ, სწორედ
რეფორმების პირველი ფაზა გახლდათ ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამჭვირვალე გახდა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.
სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბრისას, პარლამენტი თავჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მედიისთვის დახურული სასამართლო დარბაზები გაიხსნა.
„უფრო მეტიც, მოსამართლის შესარჩევ კონკურსებზე არასამთავრობო სექტორი
ჩართული იყო. ცვლილებების მეორე ეტაპიდან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან
მნიშვნელოვანი იყო სასამართლო დარბაზების ღიაობა. ჩვენ შევძელით ის, რომ წლების განმავლობაში დახურული სასამართლო დარბაზები მედიისთვის გავხსენით. ტელევიზიებს
სასამართლოს ეზოშიც კი ეკრძალებოდათ ყოფნა. შეუძლებელი იყო მობილური ტელეფონით დარბაზში შესვლა. ის, რომ დღეს ჩვენ სასამართლო დარბაზების კარები
გავხსენით, ეს ზრდის სასამართლოს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, რაც
ჩვენი ხელისუფლების მიღწევაა", განაცხადა კობახიძემ.