logo_geo
eng_logo
პოლონეთში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ანგელა მერკელი დაესწრება
- +

31 აგვისტო. 2019. 01:40

 

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პირველ სექტემბერს პოლონეთში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. მერკელი პოლონეთში გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან ერთად ჩავა.

 

პირველ სექტემბერს პოლონეთში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას 40 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ მასში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ამის მიზეზი ქარიშხალი „დორიანია“, რომელიც ფლორიდას უახლოვდება.

 

პოლონეთში ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner