logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: შევეცდები, ბევრისთვის უცნობი დავით კაკაბაძე „დაგანახოთ“...
- +

20 აგვისტო. 2019. 12:37

 

დღეს შევეცდები, ბევრისთვის უცნობი დავით კაკაბაძე „დაგანახოთ“...

 

1889 წლის 20 აგვისტოს სოფელ დიდ კუხში დაიბადა მსოფლიო დონის ქართველი მოდერნისტი მხატვარი, უდიდესი ფერმწერი, გრაფიკოსი, ქართული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი დავით კაკაბაძე, რომლის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში და ევროპისა და ამერიკის არაერთ მუზეუმსა და კერძო კოლექციაში.

 

ბატონი დავითი მრავალმხრივ დაჯილდოვებული ადამიანი იყო. ზემოთქმულის გარდა, იგი კითხულობდა ლექციებს ხელოვნების ისტორიაზე, შეიმუშავა და დააპატენტა სტერეოკინოს გამოგონება, წერდა და აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს ხელოვნების საკითხებზე - ქართულ და ფრანგულ ენებზე...

 

დავით კაკაბაძე ფერწერას დაეუფლა სანქტ-პეტერბურგში, სადაც მისი თანაავტორობით გამოიცა პირველი ანალიტიკური ხელოვნების მანიფესტი. ამის შემდეგ იგი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში... ბევრია დაწერილი ბატონი დავითის ცხოვრებისა და შემოქმედების პარიზულ ეტაპზე, სადაც იგი ლადო გუდიაშვილთან, შალვა ქიქოძესა და ელენე ახვლედიანთან ერთად ეწაფებოდა თავისუფლების სიოს... სუნთქავდა... ქმნიდა... სწორედ პარიზში დაიწყო მისი გატაცება კუბიზმით, რისი განხილვაც ჩემს კომპეტენციას სცილდება, თუმცა, წარსულში მაინც გავრისკე ორი სტატუსის დაწერა ამ მართლაცდა უდიდეს ხელოვანზე.

 

1928 წლიდან დავით კაკაბაძე დაბრუნდა უკვე გასაბჭოებულ საქართველოში და 1933 წლამდე არცერთი ფერწერული ტილო არ შეუქმნია და სხვა საქმიანობას ეწეოდა. ალბათ, აქედან გამომდინარე უწოდა დიდმა ფერმწერმა იმ წლებს „სიჩუმის წლები“. იგი კითხულობდა ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში და პარალელურად აფორმებდა კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლებს ქუთაისის თეატრში, ხოლო რეჟისორის თბილისში გადასვლის შემდგომ - თბილისის თეატრში. მერე მოხდა ისე, რომ 1948 წელს დიდი მხატვარი აკადემიის პრორექტორის პოსტიდან დაითხოვეს... ალბათ, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისა და სტუდენტებისთვის საშიში „ელემენტი“... რას ვიზამთ?! ესეც ხომ ჩვენი სავალალო ისტორიაა.

 

დავით კაკაბაძე გარდაიცვალა 1952 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

ხელოვნების მოყვარულნი კარგად იცნობენ დავით კაკაბაძის ყველა შედევრს თუ არა, მის იმერულ პეიზაჟებს მაინც, განსაკუთრებით კი ერთ შედევრს და ესაა „იმერეთი-დედაჩემი“.

 

დღეს გაგაცნობთ ბევრისთვის უცნობ დავით კაკაბაძეს და სიამოვნებით წარმოგიდგენთ მის მიერ გადაღებულ არაჩვეულებრივ ფოტოებს.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220292604885053

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner