logo_geo
eng_logo
„ქართუს“ დაფინანსებით, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

31 აგვისტო. 2019. 15:26

 

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლადმოჭრილი ქვებით შეიმოსა, რომლებიც ადგილმდებარე საბადოს ერთ-ერთ კარიერზე იქნა მოპოვებული და დამუშავებული. ამავე ქვით მოპირკეთდა გუმბათის ყელი და ეკლესიის კარნიზები. გადახურვის კონსტრუქციაზე მოჭიმული კირხსნარის პოლიმერული იზოლაციის ფენაზე ქვედა დონის სახურავები შეიმოსა ხის ფენილით, სადაც უახლოეს მომავალში ავთენტური ფორმის კრამიტის მოწყობის პროცესი დაიწყება. ქართული აგურით აღდგა ეკლესიის კანკელი, რომელიც კირხსნარით შეილესა. წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაციას კომპანია „აბა ჯგუფი“ ახორციელებს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner