logo_geo
eng_logo
ქობულეთში ფეხითმოსიარულე კაცს საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი კონდიციონერი დაეცა
- +

31 აგვისტო. 2019. 19:37

 

ქობულეთში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი კონდიციონერი ტროტუარზე ფეხითმოსიარულე მამაკაცს დაეცა. როგორც ცნობილია, კონდიციონერის დემონტაჟს მანამდე ხელოსანი ცდილობდა.

 

​მამაკაცი თავის არეში ჭრილობით და ტვინის შერყევით, კლინიკაში გადაიყვანეს.

 

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner