ქობულეთში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი კონდიციონერი ტროტუარზე ფეხითმოსიარულე მამაკაცს დაეცა. როგორც ცნობილია, კონდიციონერის დემონტაჟს მანამდე ხელოსანი ცდილობდა.
მამაკაცი თავის არეში ჭრილობით და ტვინის შერყევით, კლინიკაში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.