5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა მიანმის ცენტრში. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა მსოფლიო დროით (UTC) 15:09 საათზე (19:09 თბილისის დროით). მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ შუებოდან ჩრდილო-დასავლეთით 26 კმ-ზე, 10 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
მსხვერპლსა და ნგრევაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.