საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან ანგარიშით 10:44 დამარცხდა. შეხვედრა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა.
პირველი ტაიმში „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიასთან 3:23 დამარცხდნენ.
მეორე ტაიმში, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც მასპინძლებმა უპასუხეს ლელოთი და ანგარიში 10:30 გახდა.
ამის შემდეგ, შოტლანდიელებმა ანგარიშის გაზრდა კიდევ ორჯერ მოახერხეს და ანგარიში 10:44 გახდა. საბოლოოდ მატჩი შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა.