logo_geo
eng_logo
JINJER: მეგობრებო, ცუდი ამბავი, რომელიც უნდა გაგიზიაროთ!
- +

5 ივნისი. 2016. 13:26


„მეგობრებო, ცუდი ამბავი, რომელიც უნდა გაგიზიაროთ!", - ამის შესახებ მეტალ-ბენდი JINJER-ი ზაჰესში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წერს.



როგორც განცხადებაში წერია, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, JINJER-ის პერფორმანსი რელიგიური ფანატიკოსების თავდასხმის გამო შეწყდა.



თბილისი JAM FEST ჩაიშალა, რადგან მონასტერი მდებარეობს ფესტივალის ადგილიდან 1 კილომეტრში, მღვდლებმა ფესტივალის ტერიტორიაზე მოიყვანეს გაბრაზებულ მორწმუნეთა ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყველა საჭირო ნებართვა ჰქონდა, ფანატიკოსებმა გაგვითიშეს შუქი. ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ის, რომ პოლიცია შორიახლოს იდგა და უყურებდა. სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ საქართველოში, რომელიც ცივილიზებული ჩანდა, რელიგიას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე კანონს. იმედი გვაქვს ფესტივალის ორგანიზატორები მოძებნიან ალტერნატიულ ადგილს და ჩვენ შევძლებთ მსმენელისთვის დაკვრას უკრაინაში გამოფრენამდე", - წერია განცხადებაში.



სასულეიერო პირებისგან და მრევლისგან შემდგარმა ჯგუფმა ზაჰესში როკ-ფესტივალი ჩაშალა.  ფესტივალზე მიწვეული მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ.  გაგრძელდება თუ არა ფესტივალი, ორგანიზატორებმა არ იცია; მათთვის და მუსიკოსებისთვის კი გაუგებარია, თუ რა პრობლემას წარმოადგენს კონცერტის ჩატარება ამ ტერიტორიაზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner