„ფორმულა-2“-ის მეცხრე ეტაპი ბელგიაში მსხვერპლით დასრულდა, საშინელ ავარიაში დაიღუპა ფრანგი ავტომრბოლელი ანტუან იუბერი (BWT Arden-ს გუნდი).
რბოლისას იუბერმა მოსახვევში ბოლიდზე კონტროლი დაკარგა და ბარიერს შეეჯახა. ამერიკელმა ხუან მანუელ კორეამ რეაგირება ვერ მოასწრო და იუბერის ბოლიდს სრული სიჩქარით შეასკდა. ავარიის შედეგად ფრანგის ბოლიდი ორად გადაიხსნა, ხოლო კორეას მანქანა გადაბრუნდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სპორტსმენები სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმებმა იუბერის გადარჩენა ვერ შეძლეს. კორეას მდგომარეობა სტაბილურია, მას ფეხები აქვს დამტვრეული.