logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

1 სექტემბერი. 2019. 10:19

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1978 წელს დაბადებული რ.ც. დააკავეს.

 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა გ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

 

რ.ც.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ 143 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner